მოგზაურობა, იქნება ეს საქმიანი ვიზიტი თუ უბრალოდ დასვენება, პრემიუმ ხარისხის თუ ბიუჯეტური, ნიშნავს სახლიდან შორს ყოფნას. სწორედ ამიტომ, „მაქრო ტურიზმის“ მიზანია - შეუქმნას სტუმრებს მაქსიმალურად კომფორტული პირობები მოგზაურობის დროს, რათა მოგზაურებმა თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში.
ბოლო წლებში უცხოელ ტურისტთა რიცხვი საქართველოში სწრაფად მატულობს. 2017 წლიდან მათი საშუალო წლიური რაოდენობა 23% გაიზარდა. „მაქრო ტურიზმმა“ გააკეთა ბაზარზე მაღალი მოთხოვნის პროგნოზირება. მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად
„მაქრო ტურიზმი“ თანამშრომლობს „აკორ ჰოთელს ჯგუფთან“. ამ დროისთვის გახსნილია ორი ბრენდირებული სასტუმრო: „მერკური თბილისი ძველი ქალაქი“ და „აიბის სთაილს თბილისი ცენტრი“. „მაქრო ტურიზმი“ გეგმავს „აკორ ჰოთელს ჯგუფთან“ წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებას მსოფლიო მასშტაბით.
ამ მიზნის მისაღწევად „მაქრო ტურიზმი“ თანამშრომლობს სასტუმროების ბიზნესის წამყვან ჯგუფთან „აკორ ჰოთელზთან“. მსოფლიოს წამყვან ოპერატორთან და პროფესიონალი მშენებლების ჯგუფთან თანამშრომლობით „მაქრო ტურიზმი“ სთავაზობს საუკეთესო პროდუქციას.
Swissotel Tbilisi სტუმრებს შესთავაზებს PUROVEL SPA გამოცდილებასაც. მათ საშუალება ექნებათ ისარგებლონ შეხვედრებისთვის განკუთვნილი სხვა და სხვა სახის სივრცეებით. სასტუმროს სახურავზე განთავსებული იქნება უნიკალურ რესტორანი, რომელიც მომხმარბელებს შესთავაზებს გამორჩეულ მენიუსა და სერვისს.
Accor Group-ის აღნიშნული ბრენდი დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში თავისი გააზრებული დიზაინის, მაღალხარისხიანი მშენებლობისა და მდგრადი განვითარებისადმი გააზრებული მიდგომით.
Swissotel Tbilisi Accor ჯგუფისა და MAQRO ჯგუფის წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია. ამ თანამშრომლობის ფარგლებში მანამდე თბილისში ორი სასტუმრო - IBIS- Styles-ი და Mercure Tbilisi Old Town-ი გაიხსნა.
სასტუმროში სტუმრებისთვის ფუნქციონირებს ფიტნეს-ცენტრი და საუნა მათი მუშაობისა და დასვენებისთვის და ასევე რესტორანი „ძველი ქალაქი“, რომელიც სთავაზობს საერთაშორისო და ქართული სამზარეულოს კერძებს. ლობი-ბარი გთავაზობთ ქართული ღვინოების დახვეწილ ასორტიმენტს „მერკურის“ კოლექციიდან.
სასტუმროს მეხუთე სართულზე, ტერასაზე მდებარე ბარი „სითი რუფ“ გთავაზობთ აზიური სამზარეულოს უგემრიელეს კერძებს და ქალაქზე პანორამულ ხედებს. სასტუმრო „აიბის სთაილს თბილისი ცენტრი“- არასტანდარტული სტრუქტურის და დიზაინის ბრენდი, ფოკუსირებული სტუმრებზე, რომლებიც ეძებენ „საუკეთესოს საუკეთესოთა შორის“, სთავაზობს all-inclusive packages (სრული პაკეტი), ნომრის ღირებულებით, საუზმით და ინტერნეტით.
მდებარეობენ რა ქალაქის ცენტრში და სხვა მნიშნელოვანი ობიექტების სიახლოვეს, თითოეულ ობიექტს გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები და ასახავს ბრენდის ფერად, თვალშისაცემ და ენერგიულ სულს იუმორის ელფერით. უბრალოება, ინტერაქტიულობა, ხარისხი და საზეიმო განწყობა არის ბრენდის ძირითადი ღირებულებები.
„აიბის სთაილსის“ თითოეული სასტუმრო, თითოეულ სართულზე ფერადი დიზაინითა და მხიარული განწყობით არის მხიარული და ენერგიული და გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. „აიბის სთაილსში" კარგი განწყობის დიზაინი არის კრეატული, ორიგინალური და მეგობრული.